ერთი ადამიანი, ერთი ქალაქი და უსაზღვრო ფანტაზიით შექმნილი ჯადოსნური სამყარო. ამბობენ, მასთან მუშაობა საკმაოდ რთული იყო, ვინაიდან არ უყვარდა ახსნა – განმარტებების მიცემა. ნებისმიერ პრეტენზიაზე პასუხი მხოლოდ ერთი ჰქონდა: „თუ გინდათ, თქვენთან გაუდმა იმუშაოს, მაშინ ენდეთ ჩემს ინტუიციას!“. მისი არქიტექტურაც არაერთხელ მოქცეულა როგორც თანამედროვეების, ისე შემდგომი თაობის კრიტიკის ქვეშ. მაგალითად, ინგლისელი მწერალი ჯორჯ ორუელი საგრადა ფამილიაზე წერდა: „ ბარსელონაში ჩამოსვლის შემდეგ პირველად წავედი საგრადა ფამილიის სანახავად, რომელიც მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე უშნო ნაგებობად შეიძლება ჩაითვალოს“. დღეს კი, ვფიქრობ, არავის სჭირდება იმის მტკიცება, თუ როგორი დიდებული იყო არქიტექტორი, ანტონიო გაუდი.

C:\Users\Greench\Desktop\1086-3081-864.jpg

საუბარია ანტონიო გაუდზე, რომელმაც კატალონიური გოთიკისა და ნაციონალური იტალიური სტილების შერწყმით შექმნა სრულიად უცხო, ფანტასკიური ელემენტებით დატვირთული სტილი. მას მოიხსენიებენ „არქიტექტურის ტორეადორად“, „ ქვის პოეტად“, „არქიტექტურის დანტედ“.

მისი ნაგებობები მნახველში უდიდეს აღტაცებასა და ბუნებასთან საოცარი ერთიანობის განცდას ბადებს. ანტონიო გაუდის 17–მდე არქტიტექტურული შედევრი ეკუთვნის, რომელთა უმრავლესობა ბარსელონაში მდებარეობს.ყველას განხილვა ერთ სტატიაში ცოტა ძნელია, ამიტომ ჩვენი ყურადღება რამდენიმე მათგანზე შევაჩეროთ. დავიწყოთ იმ ნამუშევრებით, რომლებმაც მას გზა გაუხსნეს არქიტექტურაში.

გერბი სულიერი მამისთვის

  • ახალგაზრდა ანტონიო გაუდი ჯერ კიდევ მონახაზებზე მუშაობდა, როდესაც გამოაცხადეს არქიტექტორების კონკურსი ესპანეთის მუნიციპალიტეტის (ესპ.Vimbodí) ძველი მონასტრის რესტავრაციაზე.
  • უამრავ სტუდენტთა შორის გამარჯვებული სწორედ ანტონიო გახდა. მის მიერ შესრულებლი გერბი თავიდან ბოლომდე საეკლესიო ტრადიციებს ემყარება, ვინაიდან არქიტექტორი თვლიდა, რომ ექსპერიმენტის უფლება მხოლოდ ნამდვილ პროფესიონალს აქვს.  
  • ამ პროექტმა ანტონიო გაუდის მოუტანა პირველი სერიოზული შემოქმედებითი მოგება.
Картинки по запросу витраж в монастыре паблета

გაუდის ჩირაღდნები

  • ლამპიონი ექვსი ჩირაღდნით – ანტონიო გაუდის პირველი ოფიციალური შეკვეთა.
  • ის ამშვენებს ბარსელონის სამეფო მოედანს – პლასა რეის.
  • ძეგლი შესრულებულია კლასიკურ სტილში. ჩირაღდანი დგას მარმარილოს ძირზე, ნათურებს შორის კი მერკურის მუზარადია აღმართული, რომლის ძელზეც ორი გველია შემოხვეულია.

 

https://img.tourister.ru/files/2/1/2/6/8/2/8/2/clones/870_490_fixedwidth.jpg

ვისენსის სახლი

  • ვისენსის სახლი – კერძო საცხოვრებელი. ანტონიო გაუდმა ის  1883 – 85 წლებში ააშენა მანუელ ვისენსის დაკვეთით.
  • ეს სახლი „ქვის პოეტის“ პირველი დამოუკიდებელი პროექტია შესრულებული მუდეხარის სტილში.
  • კედლები აგებულია წითელი ფერის ბუნებრივი ქვით და გაფორმებულია დაუმუშავებელი აგურით, რაც შენობას უნიკალურს ხდის. ამას ემატება თეთრი, ყვითელი, მწვანე ფერების კომბინაცია და ფილებზე ხელით მოხატული ყვავილები, რომელთა საშუალებითაც შენობა  ბუნების ნაწილი ხდება.
  • რაც შეეხება პალმის ფოთლებით გაფორმებულ რკინის კარიბჭეს, ის წარმოადგენს კატალონიური ტრადიციული სტილისადმი ერთგულების სიმბოლოს. დღეს ამ სახლში ხოვერების ოჯახი ცხოვრობს, შესაბამისად შესვლა აკრძალულია. მნახველს მხოლოდ გარედან შეუძლია დატკბეს ულამაზესი ნაგებობით.

https://bigpicture.ru/wp-content/uploads/2014/08/gaudisarch01.jpg

 

C:\Users\Greench\Desktop\gaudisarch02.jpg

 

C:\Users\Greench\Desktop\gaudisarch03.jpg

გუელის სასახლე

  • გუელის ოთხსართულიანი სასახლე ვისენსის სახლის მსგავსად კერძო საცხოვრებელია. აშენებული 1885–90 წლებში ეუსებ გუელის დაკვეთით.
  • ამ მშენებლობისას გაუდმა უარყო მავრიანიტის ყველა სტილი და დაეყრდნო მხოლოდ ნეოგოთიკას.
  • არქიტექტორს პირველად სწორედ ამ სასახლემ მისცა შესაძლებლობა ერთმანეთთან შეერწყა მითოლოგია, ალეგორია და ანალოგია და ამით შეექმნა მთლიანი სიუჟეტი.
  • გუელის სასახლის თოთოეული ნაწილი სიმბოლურია. კერძოდ, ამბობენ, რომ სარდაფი გამოხატავს ჯოჯოხეთს, ცენტრალური ოთახი – მიწასა და ცას, ხოლო სახურავი – სამოთხეს.  მათი ერთიანობა კი ქმნის „სამყაროს წესრიგს“.
  • ამიტომ თვლიან, რომ ეს შენობა არის მიწიერი მეფის წმინდა სასახლე.

Картинки по запросу дворец гуэля

 

Картинки по запросу дворец гуэля

Картинки по запросу дворец гуэля

საგრადა ფამილია

  • ანტონიო გაუდის არქიტექტურული მოღვაწეობის კულმინაციად ითვლება საგრადა ფამილია.
  • არქიტექტორი მას 45 (ზოგი ამბობს 40) წლის განმავლობაში აშენებდა, მაგრამ დამთავრება მაინც ვერ მოასწრო.
  • მისი მშენებლობა დღესაც გრძელდება, თუმცა ძალიან ნელა.
  • სკეპტიკოსებს საერთოდ მიაჩნიათ, რომ ის არც არასდროს დამთავრდება, რადგან ანტონიო გაუდის ჩანაფიქრების საიდუმლოს სწორედ მუდმივ მშენემბლობაში ხედავენ.
  • მიუხედავად ამისა ეს შენობა თავისი გრანდიოზულობით, იდუმალებითა და მისტიკურობით მთლიანად იპყრობს მნახევლს. აქ არცერთი დეტალი არ არის შემთხვევით გამოყენებული.
  • ყოველი  ფიგურა – სიუჟეტის განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი თაღი – ქრისტიანობის სიმბოლო.
  • სწორედ საგრადა ფამილიის შემდეგ შევიდა ანტონიო გაუდი ბარსელონის გამოჩენილ არქიტექტორთა სიაში და ამ სტატუსს დღესაც ინარჩუნებს.

Вид на фасад ночью. Современное фото.

tutorials-112-0-51033800-1437401619.jpg

Похожее изображение

Похожее изображение

დროებით!

წინა ბლოგი – ვიქტორიანული არქიტექტურა

Facebook Instagram