2018 წლის ტრენდები  ინტერიერის დიზაინში:

1. სიმწვანე 

იყავით კრეატიულები, ინტერიერის დიზაინის შექმნის დროს გამოიყენეთ ყველანაირი მცენარე, ძირს დასადგამიც, კედელზე ჩამოსაკიდიც, თუნდათ მოხატეთ ქოთნები ინტერიერის შესაბამისი პრინტით.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სიმწვანეში არ მოისაზრება მხოლოდ ცოცხალი მცენარე, თქვენ შეგიძლიათ ისეთი ნივთებით გაახალისოთ გარემო , რომლებსაც უბრალოდ ყვავილების ფორმა აქვს.

2018 wlis trendebi interiershi

 

2. შავ-თეთრი

შავ-თეთრი ნიმუშები, პრინტები , სახლის დეკორისთვის აქსესუარები, ქმნიან სუფთა და განახლებულ გარემოს. საუკეთესო საშუალება ამის გამოსახატავად არის დეკორატიული ბალიშების გამოყენება, კერამიკული მაგიდა, რომელზეც ხელით არის მოხატული გეომეტრიული ფიგურები, საწოლის გადასაფარებელი და ასევე, შავ-თეთრი ფილების იატაკი.

2018 wlis trendebi interiershi

3. წითლის ტონალობები

წითელი არის ენერგიული ფერი, რომელიც გახალისებს და გიბიძგებს მოქმედებისკენ.
შეგიძლიათ მარჯნის და მანდარინისფერი ტონი დაუმატოთ წითელს და ისე გააწყოთ სახლი, ამ შემთხვევაში უფრო „რბილ“ ვიზუალს მივიღებთ, თუმცა მეტი სითამამისთვის შეგიძლიათ მხოლოდ წითელიც კი გამოიყენოთ ინტერიერში. ან ისეთი ტექსტურა, რომელიც წითელი დეტალებისგან შედგება.

2018 wlis trendebi interiershi

4. ფირუზისფერი

თუ არ გიყვართ შავ-თეთრი ფერები, ამ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ფირუზისფრით გააწყოთ ინტერიერი, თუმცა მნიშვნელოვანია რომ რამოდენიმე ტონი გამოიყენოთ სიღრმის მისაცემად.

interieri-lisze-2018

5. “ათასწლეული ვარდისფერი“

დიახ… მართალია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც გვამცნობს რომ ეს ფერი გავცელებულია როგორც მოდის, ასევე ინტერიერის დიზაინის სფეროში.

უახლესი საშუალება „ათასწლეული ვარდისფრის“ გამოყენებისთვის არის მისი ალუბლისფერთან შეხამება. იდეალურია შემოდგომის პერიოდისთვის. უნიკალურობისთვის შეგიძლიათ ხელოვნური ბეწვის ან ფოჩების დეტალების დამატება.

2018 wlis trendebi interiershi

იმედი მაქვს მოგეწონათ 2018 წლის ტრენდები ინტერიერის დიზაინში და ჩვენი რჩევებიც თქვენთვის სასარგებლო იქნება. დროებით!

წინა ბლოგი – რატომ უნდა აირჩიო FORTIS-ი

Facebook Instagram