სხვენი – ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი სახლში

მაისი 19, 2020By ელენე მეტრეველიავეჯი, იდეები, ინტერიერი, რემონტი, რჩევები, სიახლეები, ტრენდები

ხშირად ძველ სახლებს ვერანდასა და სხვენს უმატებდნენ ხოლმე, სხვენი კი  დაკეტილ და მტვრით დაფარულ ოთახად აღიქმეოდა, სადაც ძველი ყუთებისა და გამოუსადეგარი ავეჯისთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნებოდა. სხვენი – თანამედროვე ინტერიერისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილი სახლში. ევროპაში სხვენს დიდ ყურადღებას აქცევენ, სახლის მოწყობისას მისთვის ცალკე ინტერიერს ქმნიან და ხშირად მას გასართობ ოთახად, თუნდაც საბილიარდოდ იყენებენ ხოლმე. ავითვისოთ … Read More

როგორ მოვაწყოთ საძინებელი ოთახი ბავშვებისთვის

მაისი 18, 2020By ელენე მეტრეველიავეჯი, იდეები, ინტერიერი, რემონტი, რჩევები, სიახლეები, ტრენდები

ბავშვები ყოველთვის ფერად და მხიარულ ინტერიერთან ასოცირდებიან, ისინი ჩვენს სახლებში სიმყუდროვეს, ერთიანობასა და უზომოდ დიდ ბედნიერას აფრქვევენ. რამდენ რამეზე გვისაუბრია და ვინ აღარ გაგვიცნია, ამასობაში კი ბავშვების ოთახზე საუბარი სულ დაგვავიწყდა, მორიგი საინტერესო რჩევებით დავბრუნდით და მოდით ვნახოთ, როგორ შეიძლება მოვაწყოთ, ბავშვებისთვის გამორჩეული საძინებელი ოთახის ინტერიერი. მოვხატოთ კედლები და ოთახი გავაფერადოთ გავაცოცხლოთ ბავშვების საყვარელი მულტფილმის … Read More

სუპერვარსკვლავი არქიტექტორი – გაიცანით ნორმან ფოსტერი

მაისი 14, 2020By ელენე მეტრეველიარქიტექტურა, ინტერიერი, სიახლეები

არქიტექტურასა და დიზაინზე  საუბარი არასდროს  გვბეზრდება და კიდევ ერთხელ გვინდა საინტერესო თემებით გაგაოცოთ. გაიცანით ბრიტანელი არქიტექტრი ნორმან ფოსტერი, რომელმაც მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში გარდამტეხი ნაბიჯები გადადგა და დღემდე საზოგადოების გაოცებას აგრძელებს.   ყველასთვის ცნობილი, ნორმან რობერტ ფოსტერი ბრიტანეთში დაიბადა მთელი ბავშვობა მანჩესტერში გაატარა და სკოლის დასრულების შემდეგ იელის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ ნორმანმა თავისი პროფესიით … Read More

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროები

მაისი 11, 2020By ელენე მეტრეველიინტერიერი, რჩევები, სიახლეები, ტრენდები

კეთილმოწყობილ სასტუმროში ღამის გატარებაზე უარს არავინ იტყვის, თან მაშინ თუ დასვენებისთვის საჭირო ბიუჯეტი გამოყოფილი არ არის. მსოფლიოში მილიარდობით სახლი არსებობს, მილიონობით სასტუმრო და მათგან ათასობით საუკეთესოს ამორჩევაა შესაძლებელი, თუმცა ძალიან ძვირადღირებული სასტუმროები არც ისე ბევრია. როგორც ყოველთვის, ჩვენი გამორჩეული თემებით დავბრუნდით და დღეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ სასტუმროებზე უნდა ვისაუბროთ, თქვენი აზრით, ყველაზე მეტი რა თანხა … Read More

ყველაზე ექსტრემალურ და იზოლირებულ ადგილას აშენებული სახლები

მაისი 8, 2020By ელენე მეტრეველიარქიტექტურა, ლანდშაფტი, სიახლეები

სტატისტიკის მიხედვით მსოფლიო მოსახლეობის 3%-ს ექსტემალური ცხოვრება უყვარს და ამის მისაღებად ევერესტზე, ჰიმალაის მთებზე და ოკეანის სიღრმეებში ზვიგენებთან მოგზაურობენ. ექსტრემალური ცხოვრება მართლაც, რომ საინტერესოა, თუმცა ამასთანამვე დაგვეთანხმებით, რომ საშიშია. არქიტექტურაშიც არსებობს ექსტრემი, ნახეთ, ყველაზე ექსტრემალურ და იზოლირებულ ადგილას აშენებული სახლები, არქიტექტურა სიცოცხლის გარისკვის ფასად. იქ სადღაც, ხალხისგან ძალიან შორს მთის შუაგულში სახლი დგას დედამიწას სატელიტიდან … Read More

რჩევები გარდერობის მოსაწყობად

მაისი 6, 2020By ელენე მეტრეველიავეჯი, ინტერიერი, რემონტი, რჩევები, სიახლეები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ქალს სურს საგარდერობე ოთახი ჰქონდეს, პატარა მაინც. ეს ხომ ისეთი ოცნებაა, რომელზეც ხშირად მამაკაცებიც ვერ ამბობენ უარს. ცნობილი ადამიანების, მდიდრულ გარდერობებს უკვე დაათვალიერებდით და ალბათ, ახლა თქვენს მომავალ გარდერობზეც გეფიქრებათ. დაგვიჯერეთ, ამ სურვილის შესრულება ჩვენ უმარტივესად შეგვიძლია და გარდერობის მოსაწყობად რამდენიმე რჩევას გაგიზიარებთ. პირველ რიგში ჯობს, თქვენი ტანსასცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების რაოდენობაზე … Read More

როგორ გამოიყურება ცნობილი ადამიანების საგარდერობე ოთახები

მაისი 3, 2020By ელენე მეტრეველიავეჯი, ინტერიერი, სიახლეები, ტრენდები

ქალებს რომ ჰკითხოთ მათი საოცნებო სახლი როგორ გამოიყურება, ისინი აღწერისას საგარდერობე ოთახს აუცილებლად ახსენებენ. ვის არ სურს კერი ბრედშოუს მსგავსი მდიდრული და ზღაპრული გარდერობი მოიწყოს. ცნობილი ადამიანები თავიანთი საგარდერობე ოთახებით ხშირად ამაყობენ და ფოტოებში მათ გამოჩენას ცდილობენ ხოლმე. უკვე დიდი ხანია ყველასათვის ცნობილ მსახიობებსა და მომღერლებზე არ გვისაუბრია, ახლა კი სწორედ მათ საგარდერობე ოთახებში შეხედვის … Read More

ბლოგი მათთვის, ვინც სახლს პირველად აწყობს – რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ დამწყებებმა

მაისი 2, 2020By ელენე მეტრეველიავეჯი, ინტერიერი, რემონტი, რჩევები, სიახლეები

ახალ სახლში გადასვლა ცხოვრების ახალი დასაწყისია და ხშირად მის მოწყობაზე საათები, დღეები და თვეებიც კი ვფიქრობთ. არადა რა მარტივია – ანდე შენი სახლის მოწყობა სხვას და დატკბი შორიდან, ჩვენც ხომ სწორედ ამიტომ ვართ, გეხმარებით, რომ თქვენი სურვილები რეალობად აქციოთ. რა თქმა უნდა, სურვილების ასრულების გარდა, საინტერესო რჩევებსაც ვიძლევით, ჩვენი თუ არ გჯერათ სხვა ბლოგებს გადახედეთ … Read More

საქართველოს 5 ეკლესია-მონასტერი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

მაისი 1, 2020By ელენე მეტრეველიარქიტექტურა, ლანდშაფტი, სიახლეები

საქართველოს არქიტექტურას ხშირად გამორჩეულად მოიხსენიებენ, რადგან ასეთ სილამაზეს ერთ ქვეყანაში იშვიათად თუ შეხვდებით. ბარში თუ მთაში, ნებისმიერ კუთხეში არქიტექტურის, სიძველისა და ისტორიის კვალი შეიმჩნევა და რთულია, მნახველს ამ მხარეში მეორედ დაბრუნება არ მოუნდეს. საქართველო ეკლესიების სიხშირითაც გამოირჩევა და მათგან რამდენიმე იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სიაშია შეყვანილი, უმეტესი ტაძრები, უკვე საუკუნეეებს უძლებენ და ისტორიას გმირულად ინახავენ … Read More

ბიბლიოთეკები, რომლებიც წიგნებს ონლაინ გვთავაზობენ

აპრილი 23, 2020By ელენე მეტრეველიიდეები, რჩევები, სიახლეები

სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე მუზეუმი ონლაინ, სახლიდან გაუსვლელად მოვინახულეთ, დაგვეთანხმებით, დაუჯერებელი და საოცარი სანახაობა იყო. ახლა  ჯერ კიდევ სახლში ვართ და სასიამოვნოდ დროის გასატარებლად გვცალია, ამიტომ, შეგვიძლია ონლაინ მოგზაურობა  გავაგრძელოთ და მსოფლიოს საუკეთესო ბიბლიოთეკები მოვინახულოთ, რომლებიც წიგნებს ონლაინ გვთავაზობენ.  ამერიკა წიგნის საკითხავად ალტერნატიულ საშუალებას გვთავაზობს ამერიკის ციფრული საჯარო ბიბლიოთეკა მკითხველებს 24 საათის განმავლობაში ონლაინ … Read More