ზღაპრული ვილა, სადაც დევიდ ბოუი ცხოვრობდა

მაისი 3, 2019By ელენე მგალობლიშვილიარქიტექტურა, ინტერიერი, სიახლეები

წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ყველაზე ექსცენტრიული როკ ლეგენდის დევიდ ბოუის ზღაპრულ ვილას, რომელიც 1989 წელს შვედმა არქიტექტორმა არნ ჰასელკვისტმა ააგო. სახლი კარიბის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე, მუსტიკზე მდებარეობს და მართალია, 80-იან წლებში აშენდა, მაგრამ დღემდე ინარჩუნებს ინტერესსა და აღფრთოვანებას. დღეს უკვე მსურველებს შეუძლიათ ვილის ქირაობაც, ამის შესახებ დეტალებს კი სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ. დიზაინი მომღერალს განსაკუთრებით უყვარდა ინდონეზია, სწორედ … Read More

ინდუსტრიული სტილი

აპრილი 18, 2019By სოფო ჯაყელიინტერიერი, სიახლეები, სტილები ინტერიერის დიზაინში

ტერმინის მიხედვით, აშკარაა სტილის თემატიკაც. ინდუსტრიული სტილი ინტერიერში ინსპირაციას იღებს ძველი, მიტოვებული ქარხნების, საწყობებისა და ინდუსტრიული განვითარებისთვის განკუთვნილი შენობებიდან. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ნიუ-იორკსა და ნიუ-ენგლანდში დაიწყეს მიტოვებული ძველი ნაგებობების გამოყენება. პირველები, ამ მხრივ, არტისტები იყვნენ, რომლებიც მსგავს ურბანული ვიზუალის ინტერიერს საკუთარი სტუდიოს ტიპის სახელოსნოებისთვის იყენებდნენ. შესაბამისად, იმ დროისთვის ინდუსტრიული სტილი ცალკე ინტერიერისთვის არ არსებობდა … Read More

ინტერიერის დიზაინის ზემოქმედება ადამიანზე

აპრილი 18, 2019By მარიამ კოშკაძეინტერიერი, რჩევები, სიახლეები

იმისთვის, რომ ჩვენი ყოველდღიური შრომა უფრო მეტად ნაყოფიერი და პროდუქტიული იყოს, საჭიროა შესაბამისი გარემო. გარემოს, ბევრი ასპექტი ქმნის – ხალხი, სამუშაო ადგილი,  და ა.შ. მათ შორის ერთერთი აუცილებელი დეტალია ინტერიერის დიზაინი. ამ ბლოგით თქვენ გაიგებთ, თუ რა შუაშია ინტერიერი ჩვენი მუშაობის ხარისხთან. თუმცა, ვიდრე ამ საიდუმლოს ახსნაზე გადავალ, მოდი დავაზუსტოდ რას გულისხმობს თვითონ “ინტერიერის დიზაინი”. … Read More

ყველაფერი სკანდინავიური სტილის შესახებ

აპრილი 16, 2019By ლიკა გოგიტაძეინტერიერი, სიახლეები, სტილები ინტერიერის დიზაინში

სკანდინავიური სტილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილია თანამედროვე ინტერიერის დიზაინის სამყაროში. მასზე მოთხოვნა თანდათან უფრო იზრდება ევროპაში და მის ფარგლებს გარეთაც და ეს ყველაფერი, ალბათ, იმიტომ, რომ აღნიშნული სტილი შექმნილია არა იმიჯისა და სტატუსის ხაზგასასმელად, არამედ, პირველ რიგში, ადამიანისთვის.. მთავარი მახასიათებლები უბრალოება, მინიმალიზმი და პრაქტიკულობა – ესაა სკანდინავიური ესთეტიკის სამი მთავარი პრინციპი. სწორედ სკანდინავიურმა დიზაინმა შეძლო … Read More

როგორი სახლი სურთ ახალგაზრდებს?

აპრილი 16, 2019By ელენე მგალობლიშვილიინტერიერი, სიახლეები

ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, შეიქმნან საცხოვრებელი სივრცე, რომელიც მაქსიმალურად იქნება მათ საჭიროებებზე მორგებული. ეს მიზანი ყველასთის საერთოა, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ დროსთან ერთად მათი საჭიროებები იცვლება. თუ უძველეს ეპოქაში “სახლი” მხოლოდ თავშესაფარი იყო, რომელსაც ადამიანი სტიქიისგან და მტაცებლებისგან უნდა დაეცვა, ცივილიზაციის პროგრესთან ერთად იცვლებოდა მისი ფუნქციები და საბოლოოდ, ადამიანის საცხოვრებელი სივრცე მისი პიროვნების შემადგენელ ნაწილად იქცა. … Read More

3 რამ, რაც უნდა გავითვალისწინოთ ფარდების შერჩევისას

აპრილი 16, 2019By fortisინტერიერი, რჩევები, სიახლეები

ფარდა ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნაწილია. ოთახს, რომელსაც ფანჯარა ან აივანზე გასასვლელი კარი აქვს, აუცილებლად სჭირდება ფარდა, რომელიც შემომავალ სინათლეს დააბალანსებს და, ამავდროულად, უცხო თვალისაგან დაიცავს სახლის მობინადრეებს. ფარდების საშუალებით ინტერიერში სივრცის გაზრდა და განწყობის შექმნაა შესაძლებელი. ეს ყველაფერი კი ძირითადად 3 ფაქტორზე – ფერზე, ზომასა და მატერიაზეა დამოკიდებული. ფერი ფარდებისათვის ფერის … Read More

„გენიალურობა სიმარტივეშია“ – ანუ მინიმალისტური ინტერიერი

აპრილი 11, 2019By ანა რურუაინტერიერი, სიახლეები, სტილები ინტერიერის დიზაინში

ტერმინი „მინიმალიზმი“ მოთხოვნათა მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს. მიმდინარეობამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაიწყო განვითარება და წინააღმდეგობა გაუწია ბურჟუაზიულ პომპეზურობას, სიჭარბესა და ქაოსს. ადამიანების სწრაფვა სიმშვიდისაკენ პირველ რიგში სწორედ ხელოვნებაში წარმოჩინდა და, ცხადია, არქიტექტურაშიც აისახა. ინტერიერის მინიმალისტურ სტილში მოწყობა სივრცის მაქსიმალურად წარმოჩენას საჭიროებს. როგორც წესი, პატარა ოთახების შემთხვევაში მისი მიღწევა რთულია, ამიტომ ინტერიერის დიზაინერები ტიხრების გაუქმებას და … Read More

გლამური ინტერიერის დიზაინში – რაში მდგომარეობს მარადიული სტილის საიდუმლო?

აპრილი 11, 2019By თამარ ტურაშვილიინტერიერი, სიახლეები, სტილები ინტერიერის დიზაინში

ინტერიერის დიზაინი მუდმივად პროგრესირებადი და ცვალებადი სფეროა. ყოველწლიურად ჩნდება ახალი ტრენდები, რომლებიც ვირუსივით ედება ყველა ენთუზიასტს და გასული წლის ტენდენციებს წამში ავიწყებს. თუმცა, არსებობს რაღაცეები, რაც არასოდეს იცვლება და უკვე კლასიკადაა ქცეული. სწორედ ასეთ ჩარჩოში ხვდება ინტერიერის დიზაინის ტიპი, რომელიც გლამურული სტილის სახელითაა ცნობილი. ერთი შეხედვით თითქოს ყველასთვის გასაგებია თუ რას ვგულისხმობთ, როდესაც სიტყვა „გლამურს“ … Read More

მოდერნისტული სტილი ინტერიერის დიზაინში

აპრილი 11, 2019By მარიამ კოშკაძეინტერიერი, სიახლეები, სტილები ინტერიერის დიზაინში

ტერმინი „მოდერნიზმი“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „modernus”, რაც ნიშნავს „თანამედროვეს“. როგორც მიმდინარეობა ის წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში – მეცნიერული ინოვაციებისა და გამოგონებების პერიოდში. მოდერნიზმმა ინტერიერის დიზაინში, შეიძლება ითქვას,  სრული გადატრიალება მოახდინა. აღსანიშნავია, რომ მოდერნიზმი არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ კულტურას. ის ასახავს მთლიანად თანამედროვე პერიოდს, ამიტომ მას, როგორც ინტერიერის სტილს, ინტერნაციონალურს უწოდებენ. მოდერნიზმი … Read More

ბოჰემური სტილი – არტისტული სამოთხე

აპრილი 11, 2019By მიშო ზღულაძეინტერიერი, სიახლეები, სტილები ინტერიერის დიზაინში

“ხელოვანი განსაკუთრებული სახის ადამიანი არაა, არამედ ყოველი ადამიანია განსაკუთრებული სახის ხელოვანი“ – ანანდა კუმარასვამი იმისათვის, რომ „ბოჰემული სტილის“, იგივე „ბოჰოს“, კონცეფციას ბოლომდე ჩავწვდეთ, საჭიროა გავიგოთ თუ რას ნიშნავს თავად ეს სიტყვა. ის ფრანგული ტერმინიდან – “La Boheme” – მომდინარეობს, რომელიც ბოშას ნიშნავს. ვარაუდობენ, რომ ეს სტილიც პირველად მათ კულტურაში ჩაისახა, რაც სრულიად ლოგიკურია, რადგან ის … Read More