„დაპირებული მიწა“

July 19, 2019By მიშო ზღულაძეავეჯი, არქიტექტურა, ინტერიერი, ლანდშაფტი, სიახლეები, სტილები ინტერიერის დიზაინში, ტრენდები

მედია ვარსკვლავი და ფილანტროფი, ოპრა უინფრი, ცნობილია თავისი თოქ-შოუთი. მან ყველა თავისი პროექტიდან მასიური თანხის გამომუშავება მოახერხა და დღეს-დღეობით, მისი ქონება დაახლოებით 2.7$ მილიარდადაა შებასებული. მისი ცხოვრება მარტივი არ ყოფილა, თუმცა ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც შეძლო გამხდარიყო სატელევიზიო შოუს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წამყვანი. ამან საშუალება მისცა რამდენიმე შესანიშნავი სახლი შეეძინა. მთლიანობაში მას ექვსი სახლი აქვს. ექვსის … Read More

ინდუსტრიული სტილი ინტერიერის დიზაინში

July 15, 2019By ანა მიქატაძეინტერიერი, სტილები ინტერიერის დიზაინში

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინდუსტრიული ინტერიერის დიზაინი ძალიან პოპულარული ხდება. ამ სტილის ძირითადი მახასიათებლებია მშენებლობის იმ ნაწილების ამაყად გამოჩენა, რომლის დაფარვასაც სხვები ცდილობენ. ეს უხეში, დაუმთავრებელი ვიზუალის მიცემაა სახლის ამა თუ იმ დეტალისთვის. შედეგად ვიღებთ ძველის მომხიბვლელი ასპექტების ნარევს მოდერნისტულ “სუფთა” დიზაინთან. ინდუსტრიული დიზაინი აგურის კედლებსა და გახსნილ სივრცესთან ასოცირდება დიდი და მოძველებული ფანჯრებით, მაგრამ … Read More

ინდუსტრიული სტილი

April 18, 2019By სოფო ჯაყელიინტერიერი, სიახლეები, სტილები ინტერიერის დიზაინში

ტერმინის მიხედვით, აშკარაა სტილის თემატიკაც. ინდუსტრიული სტილი ინტერიერში ინსპირაციას იღებს ძველი, მიტოვებული ქარხნების, საწყობებისა და ინდუსტრიული განვითარებისთვის განკუთვნილი შენობებიდან. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ნიუ-იორკსა და ნიუ-ენგლანდში დაიწყეს მიტოვებული ძველი ნაგებობების გამოყენება. პირველები, ამ მხრივ, არტისტები იყვნენ, რომლებიც მსგავს ურბანული ვიზუალის ინტერიერს საკუთარი სტუდიოს ტიპის სახელოსნოებისთვის იყენებდნენ. შესაბამისად, იმ დროისთვის ინდუსტრიული სტილი ცალკე ინტერიერისთვის არ არსებობდა … Read More

ყველაფერი სკანდინავიური სტილის შესახებ

April 16, 2019By ლიკა გოგიტაძეინტერიერი, სიახლეები, სტილები ინტერიერის დიზაინში

სკანდინავიური სტილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილია თანამედროვე ინტერიერის დიზაინის სამყაროში. მასზე მოთხოვნა თანდათან უფრო იზრდება ევროპაში და მის ფარგლებს გარეთაც და ეს ყველაფერი, ალბათ, იმიტომ, რომ აღნიშნული სტილი შექმნილია არა იმიჯისა და სტატუსის ხაზგასასმელად, არამედ, პირველ რიგში, ადამიანისთვის.. მთავარი მახასიათებლები უბრალოება, მინიმალიზმი და პრაქტიკულობა – ესაა სკანდინავიური ესთეტიკის სამი მთავარი პრინციპი. სწორედ სკანდინავიურმა დიზაინმა შეძლო … Read More

ინტერიერის ტრადიციული სტილი

April 16, 2019By ანა ხურციასიახლეები, სტილები ინტერიერის დიზაინში

ტრადიციული გულისმობს მარტივს, კომფორტულსა და მშვიდს. არა იმას, რაც ამ სიტყვის წაკითხვისას პირველად ამოგვიტივტივდება თავში. სახლის ტრადიციულად მოწყობას რამდენიმე ელემენტი განაპირობებს: ტრადიციულად მოწყობილი სახლი პირველ რიგში მშვიდია, ნივთები ერთმანეთთან შეთავსებულია და, რაც მთავარია, სახლი არის ძალიან მარტივი, კომფორტული. ავეჯი არ არის გადატვირთული და დეკორაციულზე მეტად, მას გამოყენებადი დანიშნულება აქვს. ყველაფერი რაც ოთახშია გამოყენებისამებრ საჭირო ადგილას … Read More

„გენიალურობა სიმარტივეშია“ – ანუ მინიმალისტური ინტერიერი

April 11, 2019By ანა რურუაინტერიერი, სიახლეები, სტილები ინტერიერის დიზაინში

ტერმინი „მინიმალიზმი“ მოთხოვნათა მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს. მიმდინარეობამ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაიწყო განვითარება და წინააღმდეგობა გაუწია ბურჟუაზიულ პომპეზურობას, სიჭარბესა და ქაოსს. ადამიანების სწრაფვა სიმშვიდისაკენ პირველ რიგში სწორედ ხელოვნებაში წარმოჩინდა და, ცხადია, არქიტექტურაშიც აისახა. ინტერიერის მინიმალისტურ სტილში მოწყობა სივრცის მაქსიმალურად წარმოჩენას საჭიროებს. როგორც წესი, პატარა ოთახების შემთხვევაში მისი მიღწევა რთულია, ამიტომ ინტერიერის დიზაინერები ტიხრების გაუქმებას და … Read More

გლამური ინტერიერის დიზაინში – რაში მდგომარეობს მარადიული სტილის საიდუმლო?

April 11, 2019By თამარ ტურაშვილიინტერიერი, სიახლეები, სტილები ინტერიერის დიზაინში

ინტერიერის დიზაინი მუდმივად პროგრესირებადი და ცვალებადი სფეროა. ყოველწლიურად ჩნდება ახალი ტრენდები, რომლებიც ვირუსივით ედება ყველა ენთუზიასტს და გასული წლის ტენდენციებს წამში ავიწყებს. თუმცა, არსებობს რაღაცეები, რაც არასოდეს იცვლება და უკვე კლასიკადაა ქცეული. სწორედ ასეთ ჩარჩოში ხვდება ინტერიერის დიზაინის ტიპი, რომელიც გლამურული სტილის სახელითაა ცნობილი. ერთი შეხედვით თითქოს ყველასთვის გასაგებია თუ რას ვგულისხმობთ, როდესაც სიტყვა „გლამურს“ … Read More

მოდერნისტული სტილი ინტერიერის დიზაინში

April 11, 2019By მარიამ კოშკაძეინტერიერი, სიახლეები, სტილები ინტერიერის დიზაინში

ტერმინი „მოდერნიზმი“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „modernus”, რაც ნიშნავს „თანამედროვეს“. როგორც მიმდინარეობა ის წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში – მეცნიერული ინოვაციებისა და გამოგონებების პერიოდში. მოდერნიზმმა ინტერიერის დიზაინში, შეიძლება ითქვას,  სრული გადატრიალება მოახდინა. აღსანიშნავია, რომ მოდერნიზმი არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ კულტურას. ის ასახავს მთლიანად თანამედროვე პერიოდს, ამიტომ მას, როგორც ინტერიერის სტილს, ინტერნაციონალურს უწოდებენ. მოდერნიზმი … Read More

ბოჰემური სტილი – არტისტული სამოთხე

April 11, 2019By მიშო ზღულაძეინტერიერი, სიახლეები, სტილები ინტერიერის დიზაინში

“ხელოვანი განსაკუთრებული სახის ადამიანი არაა, არამედ ყოველი ადამიანია განსაკუთრებული სახის ხელოვანი“ – ანანდა კუმარასვამი იმისათვის, რომ „ბოჰემული სტილის“, იგივე „ბოჰოს“, კონცეფციას ბოლომდე ჩავწვდეთ, საჭიროა გავიგოთ თუ რას ნიშნავს თავად ეს სიტყვა. ის ფრანგული ტერმინიდან – “La Boheme” – მომდინარეობს, რომელიც ბოშას ნიშნავს. ვარაუდობენ, რომ ეს სტილიც პირველად მათ კულტურაში ჩაისახა, რაც სრულიად ლოგიკურია, რადგან ის … Read More

მაქსიმალიზმის ძირითადი ელემენტები

April 5, 2019By მიშო ზღულაძეინტერიერი, სტილები ინტერიერის დიზაინში

მაქსიმალისტური დიზაინი თავისი მკაფიო ფერებითა და მყუდრო სტილით უფრო და უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. დეკორაციის ტრენდებს, მინიმალიზმი, დიდი ხნის განმავლობაში სცენის წინა პლანზე ეჭირათ. თუმცა ეს მანამდე იყო, სანამ მყუდრო და კომფორტული ცხოვრების წესი შემოვიდოდა. კომფორტისთვის დეკორაცია ჩვენი სახლების იმ ნივთების გავსებას გულისხმობს, რომლებიც გვიყვარს. მაქსიმალიზმი კი სახლში კიდევ უფრო ასეთი ნივთების შემოტანას გულისხმობს. ეს … Read More