პენთჰაუსის ელემენტები თქვენთვის

ივლისი 16, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

პენთჰაუსი, შენობის თავზე, დახურული სივრცეა. ასეთ ნაგებობაში შეიძლება ლიფტის ძრავა, ან ჰაერის კონდიცირების აპარატურა ინახებოდეს, ანდაც სახურავისკენ მიმავალ კიბეებს ეთმობოდეს ფართი. ჩვეულებრივ, პენთჰაუსი შენობის ვერტიკალური დაბოლოებებისგან მოშორებულია, რაც ტერასებსა და გახსნილ სივრცეს იძლევა. თუმცა, დღესდღეობით არქიტექტორებისთვისა და ბინის გამყიდველებისთვის პენტჰაუსი ნებისმიერ ბოლო სართულთან ასოცირდება. დღესდღეობით ეს სიტყვა მდიდრულ ბინას აღნიშნავს, რომელიც პანორამული ხედითაა აღჭურვილი. მოუხედავად … Read More

ბიოკლიმატური დიზაინი – ერთობა გარემოსთან

ივნისი 17, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

“მსოფლიო ერთიანი ცოცხალი არსებაა – ერთი ბუნება, ერთი სული. ყოველთვის გახსოვდეთ ეს.” – მარკუს ავრელიუსი ბიოკლიმატური არქიტექტურა – არქიტექტურა, რომელიც ბუნებას ერწყმის. ასეთი შენობების დიზაინი ითვალისწინებს კლიმატსა და გარემო ფაქტორებს იმისათვის, რათა შენობის შიგნით ოპტიმალური თერმული კომფორტი შექმნას. ეს რაღაც ახალია? არა. მრავალი ტრადიციული არქიტექტურული სტილი ბიოკლიმატური პრინციპების მიხედვით მუშაობს. არც თუ ისე დიდი ხნის … Read More

დეკონსტრუქტივიზმი – არქიტექტურა სტეროიდებზე

ივნისი 13, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

  თუ სიტყვა „დეკონსტრუქტივიზმს“ პირდაპირი მნიშვნელობით გავიგებთ, ის – დაშლას, დანგრევას – ნიშნავს. დეკონსტრუქტივიზმი არაა არქიტექტურული სტილი, ის მხოლოდ ფორმების უსასრულო ვარიაციების „უკონტროლოდ“ გამოყენებას გულისხმობს. დეკონსტრუქტივიზმი – არქიტექტურა სტეროიდებზე. პირველი მსოფლიო ომის დროს რუსი ავანტ-გარდისტები, ასევე ცნობილნი, როგორც კონსტრუქტივისტები, კლასიკური არქიტექტურის წესებსა და კომპოზიციას არღვევდნენ. ისინი ქმნიდნენ ნამუშევრებს, რომლებმაც იმდროინდელი „გეომეტრიული ნორმები“ განსაზღვრა. მათი ხედვის … Read More

სახლების გაგრილება, კონდიციონერის გამოგონებამდე

მაისი 28, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

გავდივართ ქუჩაში და ვხედავთ დატანჯულ, ოფლიან, პირდაღებულ სახეებს, მხოლოდ გრილი ჰაერის ჩასუნთქვას რომ ნატრობენ. რა ხდება? რა ხდება და ზაფხული. ზაფხულს ვერ გავექცევით, ამინდს ვერ შევცვლით, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენი სახლების შიდა კლიმატის შეცვლა შეგვიძლია. ამის გაკეთების ყველაზე გავრცელებული (თუმცა არც თუ ისე იაფი) საშუალება კონდინციონერია. კი, ის ძალიან ეფექტურია, მაგრამ მის გარეშეც სავსებით შესაძლებელია იცხოვროთ … Read More

ხმის იზოლაციის მნიშვნელობაზე – Show Technics

მაისი 28, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

ალბათ, ერთხელ მაინც აღმოჩენილხართ ისეთ სასტუმროში, თქვენს გვერდზე მობინადრის ყველა ნაბიჯი რომ იცით. ისიც გაგონილი გექნებათ (თუ საკუთარ თავზე გამოცდილი არა) თბილისის ახალაშენებული კორპუსები ხმას რომ ზედმეტად ატარებენ გიფსოკარდონის კედლების დამსახურებით. ეს ყველაფერი იზოლაციის პრობლემაა, რასაც, სამწუხაროდ, ყველა არ ითვალისწინებს მშენებლობის პერიოდში – ზოგი უცოდინრობისა და გამოუცდელობის, ზოგი კი უბრალოდ ფინანსების დაზოგვის გამო. შენობებში ხმის … Read More

შოუ-ტექნიკის ცენტრი – აკუსტიკა

მაისი 28, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

აკუსტიკა მულტიდისციპლინარული მეცნიერებაა ხმის შესახებ, სადაც მრავალი სპეციალიზაციისთვის მოინახება ადგილი, მაგრამ რა არის ხმა? – შოუ-ტექნიკის ცენტრი – აკუსტიკა მოდით, მოკლედ განვმარტოთ, სტატია უფრო გასაგები რომ გახდეს. ხმა, ესაა ჰაერის მოლეკულებზე მოჯირითე ენერგია. უფრო ტექნიკურად რომ ვთქვათ, ესაა ტალღა, რომელიც ჰაერის გაუხშოებისა და შეკუმშვის შედეგად წარმოიქმნება. აკუსტიკის შესახებ ცოდნა რაც უფრო იზრდება, მით უფრო მეტი … Read More

ედვარდიანული არქიტექტურა

მაისი 7, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

დედოფალი ვიქტორიას სიკვდილის შემდეგ (1901 წელი) ვიქტორიანული ეპოქაც ნელ-ნელა წარსულის ნაწილი ხდებოდა. მეფე ედვარდ VII-ს მოკლე, თუმცა გავლენიანი, მეფობის პერიოდმა ინგლისური არქიტექტურის ახალ ხანას ჩაუყარა საფუძველი. „ედვარდიანულ ეპოქაში (1901-1918 წ.) ყველაფერი განათდა“, ამბობს Pro Build 360-ის წარმომადგენელი, მაიკლ პარინჩი. ეს კი ედვარდიანული არქიტექტურის დამსახურება იყო. “The Edwardian Era was a time of booming trade, of … Read More

ვიქტორიანულ არქიტექტურაში წარმოსახვის უნარის ხიბლი

აპრილი 25, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

დედოფალი ვიქტორია (1837-1901წ.) თითქმის სამოცდაათი წლის განმავლობაში ატარებდა გვირგვინს, ძნელია ასეთი ხანგრძლივი და მრავალფეროვანი პერიოდის ერთი არქიტექტურული სტილით დახასიათება. ვიქტორიანელი დიზაინერები უამრავი კულტურიდან და პერიოდიდან უხვად იღებდნენ ელემენტებს და თავიანთ შემოქმედებებში დებდნენ, თუმცა მაინც არ კარგავდნენ კლასიკურ სიმეტრიას. ზუსტად ეს არის ვიქტორიანულ არქიტექტურაში წარმოსახვის უნარის ხიბლი – პარადოქსული დამოკიდებულება ტრადიციულ შებოჭილ სტილსა და ინოვაციურ სტილს … Read More

ფრენკ ლოიდ რაიტი – “ქედმაღალი” არქიტექტორი

აპრილი 25, 2019By მიშო ზღულაძესიახლეები

“ვფიქრობ, ყველას, ვისაც თავისი თავის საკმარისად ძლიერად სწამს, ქედმაღლად შერაცხავენ. ალბათ, ჩემ შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა.“ – ფრენკ ლოიდ რაიტი “ქედმაღალი” არქიტექტორი. არქიტექტორი, ინტერიერის დიზაინერი, მწერალი, განმანათლებელი. ის გენიალური პიროვნება გახლდათ. თავისი ხანგრძლივი, 70-წლიანი, კარიერის მანძილზე, რომლის განმავლობაშიც მან 1000-ზე მეტი ნაგებობის დიზაინი შექმნა, საიდანაც 532 აიგო, ამერიკის არქიტექტურა მთლიანად გადაატრიალა. ის 1867 წელს ვისკონსინში … Read More

ბოჰემური სტილი – არტისტული სამოთხე

აპრილი 11, 2019By მიშო ზღულაძე

“ხელოვანი განსაკუთრებული სახის ადამიანი არაა, არამედ ყოველი ადამიანია განსაკუთრებული სახის ხელოვანი“ – ანანდა კუმარასვამი იმისათვის, რომ „ბოჰემული სტილის“, იგივე „ბოჰოს“, კონცეფციას ბოლომდე ჩავწვდეთ, საჭიროა გავიგოთ თუ რას ნიშნავს თავად ეს სიტყვა. ის ფრანგული ტერმინიდან – “La Boheme” – მომდინარეობს, რომელიც ბოშას ნიშნავს. ვარაუდობენ, რომ ეს სტილიც პირველად მათ კულტურაში ჩაისახა, რაც სრულიად ლოგიკურია, რადგან ის … Read More