ინტერიერის დიზაინი
პრემიუმ კლასის სარემონტო სამუშაოები, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დიზაინერების ზედამხედველობით
Loading
4 ნაბიჯი განუმეორებელი ინტერიერის შესაქმნელად
I - ეტაპი
სასურველი შედეგის მისაღებად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია დამკვეთის ინტერესების, გემოვნების და განწყობის გაგება, სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენთან მოსული კლიენტი ავსებს კითხვარს, რისი დახმარებითაც ზუსტად ვიგებთ საჭირო ინფორმაციას. ამის შემდეგ ვათვარიელებინებთ კატალოგს და დაახლოებით ვარჩევთ სტილს. აღსანიშნავია, რომ თითოეულ დამკვეთს ინდივიდუალური გემოვნება აქვს, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ ყველა მათგანს მოვერგოთ და მათთვის კომფორტული გარემო შევქმნათ. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დაცული იქნება საიმედოობა. მასში გათვალისწინებულია მომავალი სამუშაოების ყველა ნიუანსი, როგორიცაა ვადები და ფასები.
II - ეტაპი
მოლაპარაკების შემდეგ ჩვენი დიზაინერი მიდის ადგილზე და ობიექტის დეტალურ აზომვით ნახაზს აკეთებს. ასევე, გეგმარების რამოდენიმე ვარიანტს, ავეჯის ჩვენებით. 3D მოდელირებას ბაზარზე არსებული მასალების გამოყენებით.
III - ეტაპი
დამკვეთთან ერთად მასალების შერჩევის შემდეგ ვიწყებთ მუშა ნახაზებზე მუშაობას
- ჭერის ნახაზი
- კარ-ფანჯრების სპეციფიკაცია
- ელექტროობის ნახაზი
- სანტექნიკური წერტილების ნახაზი
- გაყვანილობის ნახაზი
- ავეჯის ნახაზი
IV - ეტაპი
შემდეგი ეტაპია დეტალური ხარჯთაღრიცხვა, რის შემდეგაც ჩვენი სარემონტო ჯგუფი იწყებს მუშაობას. მნიშვნელოვანია ის, რომ დიზაინერი მუშაობს მათთან ერთად.