სახლის მოწყობისას ინტერიერში რამდენიმე ძირითადი მასალა გამოიყენება, მარმარილო, ხე, მეტალი და სხვა. ტექსტურის შერევა ინტერიერშიც ისეთივე ხშირია, როგორც ჩაცმულობაში. ინტერიერის დიზაინერები სასურველი შედეგის მისაღწევად ამ ხერხს ხშირად მიმართავენ. დროა, ერთად ვნახოთ მასალები რომლებიც ინტერიერში ყველაზე ხშირად გამოიყენება
მარმარილო
თითქმის შეუძლებელია თანამედროვე სახლებში ინტერიერის დიზაინერებმა მარმარილო არ გამოიყენონ.
მარმარილო კლასიკური მასალაა, რომელის გამოყენება ინტერიერში საუკუნეების წინ დაიწყო. ის ყოველთვის იყო და იქნება სტილის შემქმნელი მასალა. ქვაზე წარმოდგენილი უნიკალური ორნამენტები, ზოლები, შტრიხები სახლს გამორჩეულად უხდება და საინტერესო იერს სძენს მას.
მარამრილოს ხშირად შეხვდებით სამზარეულოში, ყავის მაგიდის როლში, ან ფანჯრის რაფებსა და მყარ ზედაპირებზე.
სპილენძი
წლევანდელი ინტერიერის ყველაზე ტრენდული მასალა სპილენძი ინტერიერში ასევე ხშირად გამოიყენება.
სპილენძი ქმნის ბრწყინვალე აქცენტებს, შესანიშნავ როლს ასრულებს დეკორსა და ავეჯის დეტალებში.
ბეწვი
რა დროც არ უნდა გავიდეს ბეწვი მაინც ტრედნული იქნება და ის ინტერიერში თავის ადგილს ყოველთვის მიაგნებს.
ბეწვი უმარტივესი გზაა ფუფუნების და სიმსუბუქის დასამატებლად. ფაქტობრივად თქვენ უბრალოდ გამოგაქვთ ბეწვის ფარდაგები, ბალიშები, სხვადასხვა ასორტიმენტი და მორჩა, ის თაივს სამქეს შეასრულებს.
ისიც არ დაგავწიყდეთ, რომ ბეწვის ხალიჩები ამდიდრებს ინტერიერს.
ტყავი
სავარძლები, დივანი, სკამები და ხშირად მდიდრული საწოლის თავები – ტყავი ინტერიერში მრავალფუნქციურად გამოიყენება და სიმდიდრეს, სინაზეს და ტრენდულობას არ კარგავს.
ტყავი ინტერიერში ჯერ კიდე რამდენიმე საუკინის წინ გამოჩნდა, როდესაც ხალხმა მისი დამუშავებით ლამაზი ავეჯის შექმნა ისწავლა. მას შემდეგ ტყავი არასდროს გვტოვებს.
ხე
და ბოლო შეუდარებელი, უცვლელი და ყველაზე მოთხოვნადი ბუნებრივი მასალა ხე, რომელიც ყველა ინტერიერში გამოიყენება, ავეჯის არჩევისას პრიორიტეტია და სახლის მოწყობისას დომინანტი.
ხის გარეშე მოწყობილ სახლს იშვიათად ნახავთ, თუმცა მარტო ხე მოსაწყენია მას ბეწყვი, ტყავი, სპილენძი და მარმარილო სჭირდება.
მასალები რომლებიც ინტერიერში ყველაზე ხშირად გამოიყენება
წინა ბლოგი – 5 რჩევა რომელიც სილამაზის სალონის მოწყობაში დაგეხმარებათ