ინტერიერის დიზაინერები ნაცრისფერ ფერს ხშირად ადარებენ ადამიანს, რომელიც მშვიდი და ამავდროულად პოზიტიურია, მას თითქოს ყველასთან შეუძლია საერთო ენის გამონახვა და არც პრეტენზიულობით გამოირჩევა. თუ დააკვირდებით, მსოფლიოს მასშტაბით, მოთხოვნად ფერებს შორის ნაცრისფერს აუცილებლად შენიშნავთ, რადგან ეს მართლაც უპრეტენზიო ფერი ინტერიერში თავის ადგილს მარტივად პოულობს და პოზიტიურ აურასაც ქმნის სახლში. ნახეთ, რატომ უნდა გამოვიყენოთ ინტერიერში ნაცრისფერი.
ფერთა ფსიქოლოგიაში ნაცრისფერი უემოციო ფერად აღიქმევა, რომელიც ნეიტრალური, უპრობლემო და მარტივად მომყოლი ფერია – მისი ერთ-ერთი დადებით თვისებაც სწორედ ეს არის.
ნაცრისფერი ფერის ინტერიერში გამოყენებით თქვენ მარტივად შეძლებთ სივრცეში სხვა მრავალი ფერთა პალიტრა გამოიყენოთ.
ნაცრისფერი არ მოქმედებს განწყობასა და აურაზე
თუ გახსოვთ, ადრე ვისაუბრეთ, რომ სახლში ფერების შერჩევისას სიფრთხილე გვმართებს, რადგან ინტერიერში არსებობს ფერები, რომლებიც განწყობის გაუარესების და აურის დაბინძურების მიზეზი შეიძლება გახდეს.
ნაცრისფერის ნეიტრალურობა თქვენს განწყობას არ შეცვლის და არც აურას დაუშავებს რამეს, ამიტომ მისი გამოყენება თამამად შეგიძლიათ.
ნაცრისფერი არასდროს ძველდება
ბევრი წითელი, დიდი დოზით ყავისფერი და სხვა ფერები შეიძლება, რაღაც დროის შემდეგ უბრალოდ დაძველდეს, მარტივად რომ ავხსნათ, თვალს მობეზრდეს და სახლმა ისეთი იერი შეიძინოს, რომ თითქოს დროა, მის რემონტზე იფიქროთ.
ნაცრისფერი არასდროს ძველდება, ამ ფერს თავისი ეშხი, იერი და სიახლის ელფერი არასდროს ეკარგება.
ნაცრისფერი ქმნის ბალანსს
ამ ფერის კიდევ ერთი დიდი ბენეფიტი ბალანსის დაცვაა. თუ ინტერიერში რამდენიმე ფერთან ერთად ჩვენს იდეალურ ნაცრისფერს გაურევთ, შეამჩნეთ, რომ სივრცეში ბალანსი შეიქმნება, ეს ფერი ოთახში ზედმეტად მკვეთრ დეტალებს გადაფარავს და სახლს დააბალანსებს.
ნაცრისფერი ამშვიდებს
ბოლო დადებითი თვისება, რაც ამ ფერზე უნდა იცოდეთ ხასიათსა და ჩვენს ყოველდღიურობას უნდა დავუკავშიროთ
ნაცრისფერი ამშვიდებს, აი ასე პირდაპირ გეტყვით რომ ეს ფერი ინტერიერში სიმშვიდესა და სიწყნარეს აუცილებლად შემოიტანს.
სცადეთ, ნაცრისფრად შეღებეთ კედლები, შეიძინეთ ნაცრისფერი ავეჯი და შემდეგ დადებითი მხარეები ჩვენც გაგვიზიარეთ.
წინა ბლოგი – ვინტაჟურობის ზეიმი – ვერსალის სასახლეში პირველი სასტუმრო გაიხსნა