ბუნებაში ორ ერთანაირ ფოთოლს ვერ ვნახავთ და გასაკვირი არ არის, რომ ორ ადამიანს ერთნაირი გემოვნება ვერ ექნება

ჩვენც ყველას გემოვნებას ვითვალისწინებთ და მაქსიმალურად ვცდილობთ ხალხის სურვილსა და ოცნებებს მოვერგოთ. ხშირად ადამიანების გემოვნება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია.

ახალი ტენდენციების მიხედვით, კლიენტები ხშირად სასტუმროს ტიპის სახლს ან მსგავს სტილში მხოლოდ ერთი ოთახის მოწყობას ითხოვენ ხოლმე, ჩვენი დროის უტკბილეს პერიოდს სწორედ ძილში ვატარებთ, ამ დროს ხომ ბედნიერების ჰორმონი გამოიყოფა. ასე რომ…  მოემზადეთ და ნახეთ,  როგორ მოვაწყოთ ჩვენი ტკბილი საძინებლები და როგორ გავხადოთ ერთი ჩვეულებრივი ოთახი სასტუმროს ტიპის საძინებლად.

1.დიზაინერები გვირჩევენ, სასტუმროს ტიპის საძინებლის მოწყობისას ჩვენი ტკბილი და თბილი ლოგინი ოთახის ცენტრში მოვათავსოთ და რომელიმე მხარეს სურვილის შემთხვევაში მაგიდაც მივადგათ

თუმცა აქ მთავარ როლს ლოგინი თამაშობს, მაგიდის დადგმა არსებითად მნიშნველოვანი არ არის. გაითვალისწინეთ, გამოიყენეთ ნაკლებად ტრადიციული სტილის ლოგინი და შეეცადეთ უცხო და გამორჩეული სტილით დატვირთოთ ოთახი.

ოთახის ცენტრში დადგმულ ლოგინს ბევრ სასტუმროში წააწყდებით, ეს ტრენდული დეტალია და ოთახს მეტად ფუნქციურს და მარტივს ხდის.

2.თუ ოთახის შუაში დადგმული ლოგინი თქვენი სტილი არ არის, მაშინ ლოგინი კედელთან ახლოს, რაიმე ამაღლებაზე დადეთ

ამაღლებაზე, პლატფორმაზე  განთავსებული ლოგინი სასტუმროს ტიპის ინტერიერს შექმნის და ამასთანავე დასაძინებელ სივრცეს  მთლიანი ოთახისგან გამოყოფს.

აბა რას იტყვით, როგრი იდეაა სიმაღლეზე ძილი? ერთი შეხედვით კომფორტულ და დადებით გარემოს კი ქმნის,  დანარჩენი თქვენით  გამოსცადეთ.

3.სასტუმროს ტიპის ინტერიერის შესაქმნელად კიდევ ერთი მარტივი გზა კედლის მოხატვაა

საკუთარი თავის გამოსახატად  ნახატები კარგი საშუალებაა, შეგიძლიათ ლოგინის თავზე  რაიმე ტკბილი მოგონება ან  თუნდაც ნაწყვეტი გადმოხატოთ თქვენი ცხოვრებიდან. სასტუმროს ტიპის საძინებელს ამის მეშვეობითაც  მარტივად შეიქმნით

ნახატი არც ძალიან დიდი და არც ძალაინ პატარა არ უნდა იყოს, ინტერიერის დიზაინს ბალანსი და ფერთა სიმშვიდე უხდება

4.არასდროს იცით ინსპირაცია როდის გეწვევათ, ამიტომ სამუშაო მაგიდა ყოველთვის ახლოს უნდა გქოდნდეთ

შეიძინეთ ან თუ შეგიძლიათ თქვენით გააკეთეთ მომცრო ზომის  მაგიდა და მზად იყავით ნებისიერი ინსპირაციისთვის. სასტრუმროს ტიპის სახლებში ხშირად ერთ ოთახში ყელა საჭირო ავეჯია, თქენი საძინებელიც ასე უნდა იყოს, რა იცით როდის და რა დაგჭირდებათ

პატარა სივრცე არავის დაენანება მაგიდისთვის  მითუმეტეს თუ ის მოსახერხებელი, კომფორტული და აუცილებელი იქნება.

5.შეგიმჩნევიათ პატარა სკამები ლოგინის ბოლოში? თუ გსურთ თქვენ მაგიდა დაარქვით, ფაქტია, რომ ეს მოგრძო მაგიდა-სკამი სასტუმროს ტიპის ინტერიერის აუცილებელი კომპონენტია

სასტუმროს ოთახებში ხშირად მსგავსი ტიპის სკამებს წააწყდებით, რომელსაც ბარგის დასაწყობად იყენებენ ხოლმე. ეს იოლი  გზაა ადგილის დასაზოგად.

თქვენს საძინებელში მსგავსი სტილის სკამი შესაძლოა წიგნების ან თუნდაც ტანსაცმელების დასაწყობად გამოიყენოთ, სასტუმროს ტიპის ინტერიერს შექმნით და ყველა ავეჯსაც თავის ფუნქციას მიანიჭებთ.

6.დეტალებს მიაქციეთ ყურადღება და თქვენი ოთახი მეტად კოფორტულად მოაწყეთ

შეიტანეთ თქვენი სურვილის მსგავსად ცვლილებები ინტერიერში, შეიძინეთ ფერადი და ჭრელი ავეჯი და თითოეული დღე ერთმანეთისგან გამორჩეული გახადეთ

კომფორტის შესაქმნელად ხშირად ბალიშებს, ხალიჩებსა და მცენარეებს ამატებენ ხოლმე ინტერიერს.

როგორც ვახსენეთ, ადამიანების გემოვნება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია, თქვენ კი უნდა ეცადოთ თქვენებური ხედვა შეიტანოთ ინტერიერის დიზაინში. მის აღმოჩენაში კი FORTIS დიზაინერები დაგეხმარებიან.

დღეისათვის სულ ეს იყო. გიფიქრიათ? რა აზრი აქვს სახლში ყოფნას კომფორტულად თუ არ იქნებით, ამისთვის კი საჭიროა  გადახედოთ და დაამატოთ თქვენს ოთახებს ახალ-ახალი დეტალები. სიახლეები არ გამოგვაპაროთ, დროებით !

წინა ბლოგი – სამოთხე აზიაში და ჰარმონია დედამიწაზე

Facebook Instagram