• ტერმინი „მოდერნიზმი“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან „modernus”, რაც ნიშნავს „თანამედროვეს“. როგორც მიმდინარეობა ის წარმოიშვა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში – მეცნიერული ინოვაციებისა და გამოგონებების პერიოდში. მოდერნიზმმა ინტერიერის დიზაინში, შეიძლება ითქვას,  სრული გადატრიალება მოახდინა.
  • აღსანიშნავია, რომ მოდერნიზმი არ ეკუთვნის რომელიმე კონკრეტულ კულტურას. ის ასახავს მთლიანად თანამედროვე პერიოდს, ამიტომ მას, როგორც ინტერიერის სტილს, ინტერნაციონალურს უწოდებენ.
  • მოდერნიზმი თავის თავში გულისხმობს ექსპერიმენტებს ფერებთან და სივრცესთან.
  • ძირითადად გამოიყენება ნეიტრალური ფერები, რომელსაც შემდგომში უხამებენ კონტრასტულ ფერებს.
  • კედელი არ წარმოადგენს ერთ მთლიანობას. ის გაფორმებულია დაფარული კარადებით, შეჭრილი თაროებით, ალუმინის სხვადასხვა პანელებით და ა.შ.
  • ჭერი  დაყოფილია ასიმეტრიულ ფიგურებად, რომლისთვისაც დამახასიათებელია უხეში ხაზები. ხოლო მის დეკორად გამოიყენება სარკე ან ალაგ–ალაგ დაყენებული  პატარა განათებები.
  • იატაკის გაფორმება დამოკიდებულია ოთახის ფუნქციაზე. საძინებლებს ძირითადად ხალიჩებით, სააბაზანოსა და სამზარეულოს კი მკვეთრი ორნამენტებით აფორმებენ.
  • აქსესუარების შერჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. მათი რაოდენობა წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული.
  • რაც შეეხება ნახატებს, თანამედროვე ტენდეციებით გავრცელებულია ექსპრესიონიზმის, სიურეალიზმის, აბსტრაქციონიზმისა და კუბიზმის სტილში შესრულებული ნახატები.
  • გარდა ამისა, ოთახების გაფორმება შესაძლებელია არასტანდარტული ფორმის მქონე ძეგლებითა თუ ლარნაკებით.
  • მოდერნიზმის აუცილებელ დეტალს წარმოადგენს მრავალფუნქციური განათება.
  • ჩვეულებრივ, ესაა ორიგინალური ფორმის დასაკიდი ჭაღები. თუმცა, ზოგჯერ, მათ მაგივრად განათებას ამონტაჟებენ ჭერში, კედლებსა და იატაკშიც კი.
  • ფანჯრებიც რაც შეიძლება ფართო და ნაკლები დეკორის გარეშე უნდა იყოს. მაგრამ თუ მაინც და მაინც მოგინდებათ გაფორმება, მაგ., ფარდებით, მაშინ შეეცადეთ აარჩიოთ სადა და ნეიტრალურ ფერები, თუ აქცენტს აკეთებთ ინტერიერზე.
  • ხოლო თუ ფერების ერთიანობა გინდათ წარმოაჩინოთ, მაშინ უმჯობესია შეარჩიოთ  ღია ფერის დეკორი.  
  • მოდერნისტული სტილით მოწყობოლი სახლი წარმოუდგენელია თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე.
  • ძალიან აქტუალურია მოძრავი კონსტრუქციები – შიდა კარები, გამოსაწევი საწოლები, დასაკეცი სავარძლები და ა.შ.
  • განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისინი პატარა ოთახებისთის, რადგან მათი საშუალებით შესაძლებელია უფრო მეტი თავისუფალი სივრცის შენარჩუნება.  
  • ავეჯის დასამზადებლად ძირითადად გამოიყენება პლასტმასი, მეტალი და ხელოვნური ტყავი.
  • როგორც დავინახეთ, მოდერნიზმისთის ყველაზე მნიშვნელოვანია მრავალფუნქციურობა და კომფორტი ერთდროულად.
  • აქედან გამომდინარე,  ის ყველაზე მეტად შეესაბამება ენერგიულ, ორგანიზებულ, საქმიან ხალხს, რომელსაც ხშირად არ აქვს დრო  განტვირთვისთვის და, ზოგჯერ, ვერც ცხოვრების უსწრაფეს ტემპს ეგუება.
  • ასეთი ადამიანებისთვის აუცილებელია გარემო, სადაც შეძლებს გონების დასვენებას გრძელი და დამღლელი დღის შემდეგ.
  • ამისთის კი ყველაზე კარგი ადგილი სახლია, სადაც არაფერია ზედმეტი და თითოეული დეტალი ყველა კუთხეზეა მორგებული.